19:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 15:24:27, 1823 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმის ბრიტანელი ექსპერტები თბილისში იმყოფებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატების მოწვევით, თბილისში დიდი ბრიტანეთის წამყვანი ექსპერტ-კრიმინალისტები ჯეისონ პეინი-ჯეიმსი და სიუ კარმი იმყოფებიან.

როგორც ჯეიმსმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ნივთმტკიცებები ამ დრომდე არ მიუღიათ.

"ჩამოვედით ბრიტანეთიდან დაცვის მხარის მოთხოვნით. ჩვენი სურვილია კვლევა წარიმართოს გამჭვირვალედ და ობიექტურად. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ დრომდე არ მოგვეცა საშუალება ნივთმტკიცებები გვენახა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხერხდება მტკიცებულებების გადმოცემა. ორიენტირებულები ვართ, რომ დაიდოს მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა", - განაცხადა მან.

კიდევ ერთი ექსპერტის თქმით, საუბარი შედეგებზე ჯერჯერობით ნაადრევია.

"უნდა განვიხილოთ მასალები. ჯერ არის საქმის გაცნობის ეტაპი. მივიღეთ ინფორმაცია და გავაგრძელებთ მუშაობას", - დასძინა სიუ კარმიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics