13:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 09:58:45, 1893 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში ჩამოდის

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს

“მიტჩელი ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩავა. ის სიტყვით გამოვა NATO-საქართველოსფორუმზე, ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიტჩელი ასევე შეხვდება აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებს და აშშ-ის სახელით მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს სწრაფვას, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია მოახდინოს”, – ნათქვამია  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მიტჩელის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ამავე ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინასა და ბრიუსელსაც ეწვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics