|
2018-04-25 14:10:32, 2283 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა
სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰრაჩია როსტომიანმა თანამდებობა დატოვა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა, - ამის შესახებ Panarmenia.net იუწყება. "პირადად გავდივარ ქუჩაში. მოვუწოდებ ყველა სპორტსმენს და სპორტის სამყაროს ყველა წარმომადგენელს მოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე და ქვეყნის დროშა ხალხის გვერდით აამაღლონ. ასევე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს "რესპუბლიკური პარტიიდან და "დაშნაკცუტუნის" პარტიიდან მოსახლეობას შეუერთდნენ და მათ სურვილს დაემორჩილონ", - განაცხადა მინიტრის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა. ცნობისთვის, ერევნანში ანტისამთავრობო აქციების მორიგი ტალღა დაიწყო. მოსახლეობა რესპუბლიკის მოედანზეა შეკრებილი, ხოლო აქციის მონაწილეების ნაწილი მმართველი გუნდის სათაო ოფისსკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები "რესპუბლიკური პარტიის" გადადგომას და პრემიერად ნიკოლ ფაშინიანის დანიშნვას ითხოვენ. ამასთან, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)