2015-05-22 18:05:26, 420 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულომ დავით ნარმანიას მრჩევლების დანიშვნის საკითხს მხარი არ დაუჭირა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მრჩევლების დანიშვნის საკითხს მხარი არ დაუჭირა.
როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულომ ნარმანიას „ჭკუა ასწავლა“.
„კარგია, რომ ჭკუა ასწავლა. ზუსტად ჩვენ გვეკითხება დანიშვნის საკითხი. შემთხვევით ნარმანიას თავი არა თბილისის მერად, არამედ სასიმინდის ან საქათმის დირექტორად ხომ არ წარმოუდგენია? „, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ საკრებულოს დავით ნარმანიასთვის დამატებით 5 მრჩევლის საკითხი გადაუგზავნა დასამტკიცებლად.
როგორც მერიაში განმარტავენ, მრჩევლების პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავეები არიან და ეს შტატების დამატებას არ გამოიწვევდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან