2015-05-22 15:15:57, 464 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატი კოლეგა საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატი კოლეგა, ზორან მილანოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ხორვატიის გამოცდილების გაზიარება იყო.
მთავრობის მეთაურებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე საქართველოს ერთგულება ევროპული არჩევანისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხორვატ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან