14:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 13:35:11, 1608 ნახვა

კომენტარი
გედევან ფოფხაძე: აკილას ძალიან კარგი პერსონაჟია - თუ ვინმე შემადარებს არ მეწყინება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მისი თანაგუნდელების დავით ჭიჭინაძისა და გია ვოლსკის შესაძლო კონფლიქტზე საუბრობს.

ფოფხაძის შეფასებით, როცა ჭიჭინაძემ გია ვოლსკი „მაუგლის“ პერსონაჟს შეადარა, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

„ხუმრობაა - გია არის ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო და საყვარელი ადამიანი. ამ ხუმრობაში მისთვის შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვხედავ. აკილა არის ძალიან კარგი პერსონაჟი და ვინმე თუ შემადარებს არ მეწყინება", - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატმა ასევე უმრავლესობის შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრი ერთმანეთს დროულად უნდა შეხვდნენ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ თანაგუნდელი გია ვოლსკი გააკრიტიკა. ჭიჭინაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არაკორექტულობაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, ვოლსკიმ მისი და ზარდიაშვილის დაპირისპირება ზოგადი კომენტარით შეაფასა.

"კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია (ვოლსკი) დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა", - განაცხადა ჭიჭინაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics