|
2018-04-18 14:19:47, 1480 ნახვა
საზოგადოება
„აგარის შაქრის“ თანამშრომლებმა აგარიდან თბილისის მიმართულებით, ფეხით მსვლელობა დაიწყეს
კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლებმა აგარიდან თბილისის მიმართულებით, ფეხით მსვლელობა დაიწყეს. მსვლელობაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია მონაწილეობენ. პროფკავშირების ინფორმაციით, აგარელებთან შეხვედრის სურვილი დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმაც გამოთქვეს, რომლებიც ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს ლევან კალანდაძესთან ერთად, აქციის მონაწილეებს გზად შეხვდნენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზეს. აგარელები აცხადებენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა მას თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გააგრძელებენ. შეგახსენებთ კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები მეექვსე თვეა უმუშევრობას განიცდიან. ისინი უკვე ორი თვეა ღია ცის ქვეშ, 24-საათიან რეჟიმში საპროტესტო აქციას მართავდნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)