19:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 15:37:39, 2207 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიაში ქიმიური თავდასხმის დაუყოვნებლივ დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ ლუქსემბრუგში მინისტრების მიმდინარე შეხვედრაზე მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ადასტურებს ევროკავშირის პოზიციას, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

„ევროკავშირი აღშფოთებით აღნიშნავს სირიაში ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევის ფაქტებს. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მისიის მუშაობას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს იძიებს სირიაში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მინისტრები მიიჩნევენ, რომ ეს დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ხოლო პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ.

განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ქიმიური იარაღის აკრძალვისა და ლიკვიდაციის მხარდაჭერაში ერთიანია. საბჭო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შორის იარაღად ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება, იქნება ეს სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო მოთამაშე მკაცრდ დაისჯება.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ირანს და თურქეთს უზრუნველყონ როგორც საომარი მოქმედებების შეწყვეტა და სირიის მთელ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი და უსაფრთხო წვდომა, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics