|
2018-04-14 17:55:27, 2216 ნახვა
მსოფლიო
ილდირიმი აშშ-ს, საფრანგეთს და ბრიტანეთს: ასადის რეჟიმმა ადამიანები მოკლა - სად იყავით აქამდე?
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა. როგორც Anadolu იუწყება, ილდირიმმა საერთაშორისო კოალიციის აღნიშნული ქმედება დადებით შეაფასა და მას "პოზიტიური ნაბიჯი" უწოდა. მისივე თქმით, მუდმივი მშვიდობისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. "ამ დღეებში ასადის საზიზღარმა რეჟიმმა უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები ქიმიური იარაღის გამოყენებით მოკლა. იმ ქვეყნებმა, ვინც თავიანთ თავს მსოფლიოს ნამუსად მიიჩნევენ, გადაწყვიტეს რეაგირება მოეხდინათ. ადამიანები სირიაში ბოლო 7 წლის განმავლობაში იტანჯებიან. ჰუმანიზმი მხოლოდ ახლა გაგახსენდათ, როდესაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს? სად იყავით აქამდე?", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)