2015-05-21 13:31:11, 373 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა, ევროკავშირთან ურთიერთობა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იქნება.
შეხვედრა 22 მაისს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართება. გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან