10:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 15:42:10, 1735 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი საზმაუს ბორდის წევრი ხდება

„მე ნამდვილად არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი და მართლმადიდებელობის მაგინებელი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი“, - ამის შესახებ, საპარლამენტო დეპუტატმა გედევან ფოფხაზემ განაცხადა.

მისი თქმით, ის მზად არის გაემიჯნოს ყველას, ვინც ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

„ჩემთვის ეს პრინციპულად არის მიუღებელი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი წახალისება საზოგადოების იმ რეაქციული ჯგუფების და რეაქციული წარმომადგენლების, რომლებიც თავისი ცხოვრების წესად, თავის ცხოვრებაში დამკვიდრების წესად სხვა ადამიანების რელიგიური, მორალური თუ ზნეობრივი გრძნობების გინებით არიან დაკავებულები. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებისგან მე მაქსიმალურად  ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებმაც „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან  ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობასაც, „ქართულ ოცნებასაც“, ყველა იმ პარტიულ თუ პოლიტიკურ თანამდებობას რომელიც მიკავია“, - აღნიშნა ფოფხაძემ. 

გარდა ამისა,  ფოფხაზე  გეგმავს მიმართოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რათა ხმების ნამდვილობა გადაამოწმოს.

 შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კენჭისყრაზე იზაბელა ოსიპოვას და ნინია კაკაბაძის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics