|
2018-04-03 18:12:25, 1543 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა დასრულდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცახდებით, სხდომის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადებითად შეფასდა. „ჩვენ თითოეული პუნქტის ინდიკატორი განვიხილეთ. საბედნიეროდ, არცერთ მათგანში ჩამორჩენა არ არის და გარკვეული პუნქტები წინსწრებითაც სრულდება. მთლიანობაში ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა “, - განმარტა მინისტრმა. დღევანდელ შეხვედრაზე უწყების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. მან ყურადღება პროგრამებისა და ბიუჯეტის ზრდაზე გაამახვილა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მოხსენების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სფეროს განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. შეხვედერის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. გასვლითი სხდომა გუშინ გაიხსნა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)