21:37 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 17:08:10, 1076 ნახვა

რეგიონი
აქცია მესტიაში - 7 თვის ორსული პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა

მესტიის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა "მესტიაჭალა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს და ტერიტორიიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ სამშენებლო ტექნიკა ტერიტორიას არ დატოვებს.

აქციის ერთი-ერთი მონაწილე, 7 თვის ორსული მაგდა გულედანი პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა, რათა ტექნიკა არ გაეტარებინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მესტიაში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

"სხვა გზა არ იყო, ასე გამოვხატე ჩემი პროტესტი. აქედან ადგომას არ ვაპირებ, სანამ სამშენებლო ტექნიკას არ დაწევენ და სანამ სპეცდანიშნულების რაზმებს სვანეთის ტერიტორიიდან არ გაიყვანენ. პროტესტს გავაგრძელებთ, სანამ არ დასამარდება საქართველოს მასშტაბით ჰესომანია", - განაცხადა მაგდა გულედანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics