|
2018-03-31 16:18:32, 2432 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი 50-ზე მეტ ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს
რუსეთი ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთის 50-ზე მეტ დიპლომატს გააძევებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას KP ავრცელებს. "საქმე იმაშია, რომ ჩვენ ნაკლები დიპლომატი გვყავს გაგზავნილი დიდ ბრიტანეთში. სხვაობა 50 ადამიანს შეადგენს. ადრე ჩვენ პარიტეტს ვითხოვდით. გადაწყდა, რომ იმ დიპლომატების გარდა, ვინც უკვე გავაძევეთ, ვგულისსხმობ 23 ქვეყანას, რუსეთიდან კიდევ 50-ზე მეტი ბრიტანელი დიპლომატი იქნება გაძევებული", - განაცხადა ზახაროვამ. შეგახსენებთ, რომ „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, ევროპის ქეყნებმა და მათ შორის საქართველომ, ჯამში 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.მოგვიანებით, რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვის ქმედებები სარკისებრი იქნება. ლავროვის გადაწყვეტილებით რუსეთი 23 ქვეყნის დიპლომატს გააძევებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)