10:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 18:16:36, 1861 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით აჟიოტაჟმა გამაკვირვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია აჟიოტაჟი  ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით.

პრემიერის განმარტებით, აეროპორტის ტრასიდან  700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, თანამედროვე სარკინიგზო სადგური  აშენდება.

მისივე თქმით, სარკინიგზო სადგურს  აეროპორტთან  გადახურული ესკალატორების სისტემა დააკავშირებს. მთავრობის მეთაურის მტკიცებით,  პროექტი, რომელზეც შეთანხმება შედგა, გაცილებით უფრო მასშტაბურია. კვირიკაშვილის განცხადებით, რკინიგზის სადგურთან  ერთად, იგი მოიცავს ტურისტულ ცენტრსა და  სასტუმროების ზონას.

 „მე ცოტა გამაკვირვა აჟიოტაჟმა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით. პარლამენტში გამოსვლისას მე ვახსენე, რომ არის პროექტის ორი ვერსია. წარმოდგენილი ალტერნატიული ვერსია გახლდათ არსებული რკინიზის მარშრუტზე ახალი, თანამედროვე ძალიან ლამაზი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა. პირველადი ვერსიით, რკინიზის ლიანდაგი უნდა მიგვეყვანა აეროპორტის წინ. ჩვენ შევთანხმდით და შევჯერდით ალტერნატიულ ვარიანტზე,რომლის მიხედვით, დღევანდელი აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, ულამაზესი სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა. ამ ესკალატორების მარჯვნივ და მარცხნივ აშენდება ტურისტული ჰაბი, ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, რომელიც გამოყენებული იქნება ქუთაისის აეროპორტში და ასევე რკინიგზის სადგურში ჩამომსვლელთათვის. იქნება ასევე ტურისტების საორიენტაციო ცენტრი, საიდანაც უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისის ცენტრში განაწილდებიან ტურისტები. ეს პროექტი არის გაცილებით უფრო მაშსტაბური, ვიდრე პირველადი, დაანონსებული პროექტი. ამიტომ, გარკვეული დრო დაიკავა ამის გადაპროექტებამ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

პრემიერის თქმით, 2019 წელს მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება  ტურისტული ცენტრი თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით:

„რომელიც იქნება გამანაწილებელი მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქუთაისის აეროპორტში და ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას შიდა ტურიზმისთვის გამოიყენებენ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ვანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics