|
2018-03-30 16:58:04, 2604 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაჭრეს
საფრანგეთში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაჰიმ ნამაზოვი დაჭრეს, - ამის შესახებ France2 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ნამაზოვთან ერთად ავტომობილში მისი მეუღლე იმყოფებოდა. "ინციდენტი დილის 09:00 საათზე, ტულუზას მახლობლად მოხდა. ნამაზოვის ავტომობილს უცნობი პირის ავტომობილი გაუთანამდა და მისი მიმართულებით 8-ჯერ გაისროლა. ჟურნალისტს ტყვია წელში მოხვდა, ხოლო მის მეუღლეს თავში. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერს გამოცემა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენიმე პირი იმყოფებოდა თავდამსხმელის ავტომობილშუ. უცნობია ასევე თავდასხმის მოტივი. რაჰიმ ნამაზოვი ტულუზაში 2010 წლიდან ცხოვრობს. მანამდე ის აზერბაიჯანში ცხოვრობდა, სადაც მას ემუქრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)