10:08 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 11:20:16, 2011 ნახვა

პოლიტიკა
ჰიზერ ნაუერტი დიპლომატის გაძევებაზე: საქართველოს ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ის რუსეთის მეზობელი ქვეყანაა

„განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს გადაწყვეტილება, ისინი შემოგვიერთდნენ და ერთი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-მ 60 რუსი დიპლომატის გაძევებით დიდ ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ ჩვენ მხარდაჭერა დავინახეთ არა მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებს შორის ევროპაში და კანადაში,  არამედ მინდა აღვნიშნო რომ საქართველომაც გააძევა ერთი რუსი ჯაშუში. საქართველოს მხრიდან ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ის რუსეთის მეზობელი ქვეყანაა“,-  აღნიშნა ნაუერტმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics