|
2018-03-29 22:03:28, 2001 ნახვა
კომენტარი
მამუკა სალუქვაძე: ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო - ვფიქრობ, მერია გენგეგმას მიიღებს
„სითი ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მამუკა სალუქვაძე, გენგეგმის საჯარო განხილვით კმაყოფილია. როგორც სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აკადემიური შეხვედრა იყო. "ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო, რასაც ვუსმენდი. ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო იმ შენიშვნების და შეკითხვების განმეორება, რაც მანამდე იყო. ეს იყო შეკითხვები იმ პრინციპულ საკითხზე, რომელიც მართლაც დასაფიქრებელია. ერთია გენგეგმა მიიღოს მერიამ, ჩვენ შემდეგ პასუხისმგებლობას ვიხსნით და ვაბარებთ მერიას, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს გეგმა, ამაზე ყველაზე დიდი საფიქრალია თბილისის მერიის მხრიდან. ძალიან სიმპტომატური იყო ის, რაც ითქვა. ამ კითხვის სახით დასმული, როგორ განვახორციელოთ 100%-ით ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ. შეიძლება 100%-ით არ განხორციელდეს, არც წინა გენგეგმები განხორციელდა, არც სხვა ქალაქებში და ქვეყნებში განხორციელებულა 100%-ით, მაგრამ მაქსიმუმი რომ მიიღოს ქალაქმა, ყველა ჩვენგანი ელოდება ამას და ის, რომ ხელშეკრულება დამთავრდება, არ ნიშნავს, რომ დაინტერესებული არ ვართ, როგორ განხორციელდება ის, რაც შევიმუშავეთ. ამასთან დაკავშირებით როგორც ჩანს, გვექნება საუბრები", - განაცხადა სალუქვაძემ.
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)