|
2018-03-29 13:42:27, 2014 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონის ავტომობილში სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს
კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის ავტომობილში სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Soir იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოწყობილობა პუჩდემონის ევროპაში გადაადგილების შესახებ მონაცემებს აგროვებდა. "როგორც გახდა ცნობილი, პუჩდემონის ავტომობილში, რომლითაც ის ფინეთიდან ბელგიაში გადაადგილდებოდა, სათვალთვალო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მოწყობილობის მეშვეობით დგინდებოდა, თუ სად და როდის გადაადგილდება კატალონიის ყოფილი მეთაური", - წერს გამოცემა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პაბლო ლიარენამ კარლეს პუჩდემონის და მისი ყოფილი მრჩევლების დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუჩდემონი ფინეთში 22 მარტს, შვედეთიდან ჩავიდა. ესპანეთმა ფინეთისგან კატალონიის ყოფილი მეთაურის ექსტრადირება მოითხოვა. ამის გამო პუჩდემონმა ფინეთი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)