22:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 20:13:50, 1815 ნახვა

საზოგადოება
აუქციონზე გატანილი ხე „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ 20 020 ლარად შეიძინა

აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 20 020 ლარად გაიყიდა.

ხე „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ შეიძინა, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია გაწევრიანებული.

აუქციონს სულ ორი მონაწილე ჰყავდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მეორე მონაწილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, თქმით, ევკალიპტის ხის შეძენით ივანიშვილს ოპოზიციამ მძლავრი მესიჯი გაუგზავნა.

„დღეს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მძლავრი გზავნილი, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას აღარ ვაპატიებთ. გამოწვევა მიღებულია, ბოლომდე მოგყვებით“, - აღნიშნა მელიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ხის შესაძენად თანხის მობილიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება. დარეგისტრირდება სპეციალური ანგარიშის ნომერი, სადაც თანხის გადარიცხვას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics