07:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 14:42:47, 1719 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ჟენევის ფორმატს და პრობლემისადმი ხელისუფლების მიდგომას.

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა. „ევროპული საქართველო“ განმარტებებს ითხოვს ჟენევის ფორმატში კონსულტაციების მომდევნო რაუნდზე დაგეგმილი დოკუმენტის ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერის დეტალებზე.

,,ჟენევის ფორმატში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც შექმნის ცრუ განცდას, რომ თითქოს პროგრესი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო საზარელი მკვლელობის ფონზე და ზოგადად რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, მითუმეტეს, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას საკუთარი პროპაგანდისტული პოზიციის და ვითომ სამართლებრივი პოზიციის გაძლიერების არ უნდა გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ, რაც ჯერ არ მომხდარა და ამაში მათშორის ჟენევის გამოყენება. მხოლოდ ჟენევა ამისთვის ვერ გამოდგება. ეს არის ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics