20:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 21:12:14, 1611 ნახვა

საზოგადოება
ზვიად დევდარიანმა CIDA -ს დირექტორის პოსტი დატოვა

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს გაიმართა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა, რომელმაც ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და სიდას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი. 

“სიდას“ გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროვებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება “სიდას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ზვიად დევდარიანი მოძრაობის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ ის მოძლადე არასოდეს ყოფილა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics