05:11 - 28 Jun, 2026
|
2018-03-22 18:30:45, 1999 ნახვა
კომენტარი
გიგა ოთხოზორიას დედა: ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია
ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, - ამის შესახებ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი შვილიც მტრის ტყვიას შეეწირა. "მათი ტკივილი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია. ზუსტად 1 წლისა და 10 თვის წინ ჩემი შვილი ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი, ქართული პასპორტი დაიცვა და ყველას თვალწინ 6 ტყვიით ჩამიცხრილეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი. ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს, რომ მოფერებოდნენ და მისთის საკადრისი პატივი მიეგოთ", - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ. გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები წილკანში ჩავიდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)