11:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 16:37:55, 2504 ნახვა

მსოფლიო
რადაში აჩვენეს ვიდეო, სადაც სავჩენკო მომხრეებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავს (ვიდეო)

უმაღლეს რადაში აჩვენეს ვიდეო, სადაც დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მომხრეებთან ერთად უკრაინაში გადატრიალების გეგმას განიხილავს, - ამის შესახებ TCN იუწყება.

"გთავაზობთ გადატრიალებას. ისინი ფიზიკურად უნდა მოვიშორეთ. ეს მხოლოდ ერთი მეთოდით არის შესაძლებელი. ერთი დღე და მხოლოდ შიგნიდან. მერე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ისინი გაიქცნენ. ნაკლებად მაინტერესებს სამთავრობო კვარტალი, უფრო მათი სახლებით ვართ დაინტერესებული. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ახლა ამ გარღვევას არ გავაკეთებთ ნებისმიერი ხერხით, მაშინ სიცოცხლეს აზრი არ აქვს", - აცხადებდა სავჩენკო ვიდეო ჩანაწერში.

გარდა ამისა, საუბრის მონაწილეები განიხილავენ გადატრიალების მომზადებას, ასევე იარაღის საკითხს და იმ ფორმატს თუ როგორ უნდა მოხდეს გადატრიალება.

ასევე, ვიდეოდან ირკვევა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე თავდასხმა იგეგმებოდა, რომელსაც თავად ნადეჟდა სავჩენკო განახორციელებდა.

გამოძებამ დაადგინდა, რომ გადატრიალების ორგანიზატორებმა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ხელმძღვანელის ალექსანდრ ზახარჩენკოსგან იარაღი მიიღეს. ის გადატრიალებას მხარს უჭერს.

სულ ვიდეომასალა 28 წუთინია.  









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics