16:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 13:20:15, 1456 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგარეჯოში მოქალაქეებს განახლებულ ფილიალში ემსახურება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  საგარეჯოში მოქალაქეებს განახლებულ ფილიალში  ემსახურება.

ახლად გარემონტებული ადგილობრივი ფილიალი სრულად აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით.

საგარეჯოს ფილიალის უფროსი ოპერატორის ზურაბ ბაზერაშვილის თქმით, განახლებული და კომფორტული გარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლებისთვისაც. 

საგარეჯოს ფილიალში დანერგილია ყველა ის ელექტრონული პროგრამა, რაც მოქალაქეებს მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს. კერძოდ, საგარეჯოს ფილიალში  მიმდინარეობს სარეგისტრაციო განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება, მოქალაქეებისთვის კონსულტაციას გაწევა  სარეგისტრაციო საკითხებთან დაკავშირებით, მიღებული დოკუმენტაციის დიგიტალიზება, მათი სისტემატიზაცია და შენახვა არქივისთვის გადაცემამდე.

ფილიალი  ყოველდღიურად  დაახლოებით 120-მდე მოქალაქეს ემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics