15:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 13:33:52, 1475 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ორბელიანისა და აბჟანდაძის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში ორბელიანისა და აბჟანდაძის ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის ძველი საფარი ახალი, ორფენიანი ასფალტობეტონის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, გამოიცვლება ბორდიური და მოეწყობა ახალი ტროტუარები. სამუშაოების ფარგლებში, 300 კვ.მ მეტრი ტროტუარისა და 558 კვ.მ სავალი ნაწილის მოწყობა იგეგმება.

თბილისის მერის განცხადებით, აბჟანდაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად არის შეცვლილი და განახლებული. აღნიშნული სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა. შემდეგი სამუშაოები თაბუკაშვილის ქუჩაზე ჩატარდება, რომელიც ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გაზაფხულიდან, მთელი ქალაქის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას მასშტაბურად ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენ სი“ ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics