15:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 13:33:17, 2079 ნახვა

საზოგადოება
„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურში ვითარების შესწავლას განაგრძობენ

დამოუკიდებელმა უცხოელმა ექსპერტებმა გუდაურში „საძელეს" საბაგიროს სადგურის შესწავლა დღეს განაახლეს.

სპეციალურად დასკვნის ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის" ექსპერტები საქართველოში მოიწვია.

სამინისტროს ცნობით, მათ მიერ ობიექტზე მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის გაცნობა და ინციდენტის ადგილის დათვალიერება გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამჟამად ექსპერტები დოკუმენტაციის შესწავლით არიან დაკავებულნი.

შესწავლის პროცესში, დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანიის „ბიურო ვერიტასის" ექსპერტების გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და ასევე უშუალოდ საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის „დოპელმაიერის" წარმომადგენლები. გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

კომპანია "ბიურო ვერიტასს" აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების სპეციალური ქვედანაყოფი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics