|
2018-03-16 17:37:47, 1652 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: საბაგიროზე ექსპერტიზის ჩასატარებლად საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებიან მოწვეული
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებს მოიწვევენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება. „მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის" ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი. ამასთან ერთად, უწყების ცნობით, კომპანია „დოპელმაიერის" წარმომადგენლები უკვე გამოემართნენ საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)