|
2018-03-16 17:35:28, 1738 ნახვა
კომენტარი
CA International-ის დირექტორი: საბაგიროს ინსპექტირების დროს არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა
საბაგიროს, რომელიც გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა ინსპექტირება 2017 წლის 22 დეკემბერს კომპანია "CA International"-მა ჩაუტარა. კომპანიის დირექტორის სანდრო შელიას განცხადებით, საბაგირო იდეალურ მდგომაროებაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. "CA International-მა ჩაუტარა ინსპექტირება ამ საბაგიროს. როდესაც ინსპექტირება ჩატარდა, როგორც ჩვენმა ექსპერტებმა დაასაბუთეს შესაბამის ანგარიშებში, დოკუმენტაციაში - საბაგიროს ხარვეზი არ ჰქონია. საბაგირო ისეთი ტიპის ობიექტი არის, რომელზეც ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, არასწორი ოპერირების გამო. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის, რომ კომპეტენტურმა პირებმა არ განახორციელონ ოპერირება. ჩვენი ვარაუდი არის რომ ალბათ არის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარვეზი, იმიტომ რომ ინსპექტირების დროს ხარვეზი არ გამოვლენილა", - განაცხადა შელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)