|
2018-03-16 17:22:34, 1550 ნახვა
კომენტარი
ზაზა სოფრომაძე: გუდაურში დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუდაურში დაშავებული 2 მოქალაქე გადის მკურნალობას. როგორც სოფრომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ 4 ტურისტი თბილისში რეანომობილებით გადმოჰყავთ. მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში შემოსულია 2 პაციენტი. დანარჩენი 5 დაშავებული გზაშია. 4 მათგანი მოთავსდება ასევე ღუდუშაურის კლინიკაში. ხოლო შვედეთის მოქალაქე, ორსული ქალბატონი კლინიკა "მედიქლაბში" მოთავსდება. რაც შეეხება ჩამოყვანილი პაციენტების მდგომარეობა, უკრაინის მოქალაქე ქალბატონს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. დანარჩენების მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი სიმძიმის. იმათაც აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები. ზედმეტი პანიკის საფუძველი არ არსებობს. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)