13:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 12:50:31, 1433 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 40 დევნილ ოჯახს ვაზიანში ბინები გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ვაზიანში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა  40 დევნილ ოჯახს გადასცა.

დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

ვაზიანში, სამინისტროს მიერ აშენებულ 5-სართულიან კორპუსში არსებული 40 ბინიდან 15-ერთოთახიანია, 15-ოროთახიანი, 10 კი სამოთახიანი. საცხოვრებელი ფართები, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 17 000-მდე დევნილი ოჯახი გახდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics