13:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 11:59:32, 1881 ნახვა

საზოგადოება
პატიმრობაში მყოფი საკრებულოს ყოფილი დეპუტატი საქმის პროკურორს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს

პატიმრობაში მყოფი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ოჯახი საქმის პროკურორს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ნეფარიძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, პროკურორი ბექა ეჟიშვილი ყოფილ დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრება.

"ფარული მიყურადების შედეგადმოპოვებული იქნა მის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და 7 თვეა მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. მან თითქოს უნდა ითანამშრომლოს და გარკვეული გარემოებები უნდა აღიაროს. ამ შანტაჟით მას ცხოვრება არ უნდა", - განაცხადა ქარჩავამ. 

ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება სწორედ ამ ფორმით გეგმავს ნეფარიძისგან სასურველი ჩვენების მოპოვებას და ბრალის აღიარებას.

ცნობისთვის, ისნის ყოფილი მაჟორიტარი ქრთამის აღებაშია ბრალდებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics