06:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 19:01:11, 2313 ნახვა

მსოფლიო
რუსული აგრესიის ქრონოლოგია - ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეორგოლში საქართველოც მოხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის აგრესიული ქმედებები წლების მიხედვითაა ჩამოთვლილი.

სიაში საქართველოც მოხვდა.

უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ „რუსეთი ამჟღავნებს ღია და აშკარა უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“.

ვიდეო 2006 წლიდან, ალექსანრე ლიტვინენკოს მკვლელობიდან იწყება. მას მოსდევს 2008 წელს და მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, შემდეგ 2014 წელი და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.

ჩამონათვალში შევიდა 2015 წელს რუსეთის მიერ გერმანიის პარლამენტსა და დანიის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროზე მიტანილი კიბერიერიში.

ასევე რუსეთის მიერ მონტენეგროს არჩევნებში ჩარევა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული ჯაშუშური კამპანია.

„კრემლს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სისტემის მოშლა სურს“,- ნათქვამია ვიდეორგოლის დასკვნით ნაწილში.

უწყების შეფასებით, 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი მოწამვლის ფაქტი რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics