|
2018-03-13 23:39:59, 1658 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია, მთავარია საერთო ტექსტზე შევთანხმდეთ
„რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია. მთავარია, რომ ჩვენ ერთად შევთანხმდეთ საერთო ტექსტზე - ეს უნდა იყოს სულისკვეთება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საერთო რეზოლუციის თაობაზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქმე საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა, რომ ერთიან ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. „აქ საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს: ეს არის ოკუპაციის საკითხი, ეს არის ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე და მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ერთიან ტექსტთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)