|
2018-03-12 15:47:57, 1676 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: პრემიერის შეცდომის გამოსასწორებლად „ქართული ოცნება“ ახალ, კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე მიდის
„პრემიერმა სამი დღის წინ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა თავისი მიმართვით და დღეს იმ შეცდომის გამოსასწორებლად “ქართული ოცნება” მიდის ახალ და კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე“,-ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ჟენევის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის განცხადებებს. მისივე შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებების არსებული ფორმატის გადასინჯვაზე საუბარი თემის გადაფარვის მცდელობაა და ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს: ,,უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საუბარი ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნიშნავს პანდორას ყუთის გახსნას, რომლითაც დიდი ალბათობით ისარგებლებს რუსეთი და შეეცდება რომ საერთოდ გააქროს ჟენევის ფორმატი და სხვათაშორის ამ მიზნით გამოიყენოს კარასინი-აბაშიძის ალტერნატივაც. ამიტომ ასე მოუმზადებლად, ჩვენს პარტნიორებთან პარტნიორობის გზის გარეშე ასე უბრალოდ იმისთვის, რომ გამოასწორო წინა წერილის შეცდომა, გადაფარო და რაღაც ახალი თქვა ვითომ კარგია. ჟენევის ფორმატთან თამაში მიმაჩნია უაღრესად საშიშად და საზიანოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)