23:45 - 27 Jun, 2026
|
2018-03-12 14:53:36, 1686 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გარეშე რეზოლუცია არაეფექტური იქნება
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, აუცილებელია, რომ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუცია, სანქციების კომპონენტს შეიცავდეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა განმარტა, რეზოლუცია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გარეშე არაეფექტური იქნება. "ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თუ იქნება ერთი რეზოლუცია მიღებული ის აუცილებლად მოიცავს თავის თავში სანქციების კომპონენტს - კერძოდ კი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიგვაჩნია, რომ უბრალოდ შეფასება, რომელიც გაკეთდება რეზოლუციის კუთხით შეიძლება იყოს ეფექტური. პირიქით, შეიძლება ამას კონტრეფექტიც კი, გააჩნდეს. ამიტომ, ჩვენ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი მალე იქნება გადადგმული" , - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)