00:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 16:05:40, 429 ნახვა

საზოგადოება
ყატარის დელეგაცია სერვისების განვითარების სააგენტოს რეფორმებს გაეცნო

ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოების საქმიანობას გაეცნო.

სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის მიზანი იყო გაცნობოდნენ საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მოდელს და იმ მომსახურებებს, რასაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გაცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს.

ამავე დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარუდგინეს, მომსახურებებთან და ზოგადად სერვისების მიწოდების სფეროში დანერგილ მოდელთან დაკავშირებით.

ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები, 19 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვევიან. ქართული მხარე სტუმრებს საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციასა და მუშაობის სპეციფიკას გააცნობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics