00:09 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 16:48:10, 392 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ხვალ აჭარას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.

რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 11:15 საათზე, მთავრობის მეთაური ბათუმში, „სოკარის“ ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

12:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბრენდის მაღალი დონის სასტუმრო „ჰილტონს“ გახსნის.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებსა და რაიონების გამგებლებთან.

14:00 საათზე კი, მთავრობის მეთაური, ახლად გახსნილ სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოში მოღვაწე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს წარუდგენს.

პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენა აჭარით სრულდება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთავრობო პროგრამა რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, საწარმოების აღდგენას და რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics