00:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 10:46:07, 407 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი დღეს მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს და გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვას წაიკითხავს

17 მაისი საქართველოში  ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საპატრიარქოს თხოვნით, 16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის თბილისში პირველად შემობრძანების გამო გაუქმდა.  საქართველოს ეკლესიამ ჩათვალა, რომ უმჯობესია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს.

 დღეს  სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს წირვას, გადაიხდის პარაკლისს და წაკითხული იქნება გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა. 

ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემათ ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს, განურჩევლად ეროვნებისა. შემდეგ კი ხალხს დაურიგდება დღესასწაულთან დაკავშირებული ბროშურები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics