22:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-16 15:53:31, 534 ნახვა

საზოგადოება
ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო

თბილისში, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო.

ხატი ვარდების მოედანზე სვეტიცხოვლიდან ჩამოაბრძანეს. მსვლელობაში სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, მონაზონები და მრევლი მონაწილეობს. აწყურის ღვთისმშობლის ხატს ჩოხოსნები მიაბრძანებენ. მსვლელობას საეკლესიო დროშებით, მოძრაობა "დავითიანნის" ახალგაზრდები მიუძღვებიან.

როგორც დეკანოზი ბესარიონ გუნია აცხადებს, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან იგი წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics