03:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 11:38:24, 2223 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ავსტრიიდან, ტალჰაიმში მცხოვრები ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება, - ამის შესახებ ORF იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოჯახი ავსტრიაში უკვე 3 წლის განმავლობაში ცხოვრობს. ისინი ქვეყანას ორშაბათს დატოვებენ. ადვოკატი ცდილობს მათი დეპორტაცია აღკვეთოს.

მედიის ცნობით, ქალაქის მერმა ანდრეას სტოკინგერმა ქართული ოჯახის მხარდამჭერი კამპანიაც მოაწყო, რათა ისინი ქალაქში დარჩნენ. მისთვის და ოჯახის მხარდამჭერებისთვის დეპორტაციის მიზეზი გაუგებარია.

„ჩვენ ასეთი ოჯახები უნდა გამოვიყენოთ. მშვენიერი ბავშვები არიან. ორივე კარგად საუბრობს გერმანულად. ისინი სკოლაში ინტეგრირებულნი არიან. მათი მშობლები მუშაობენ. ვერაფრით ვიგებ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

ორი წლის წინ ავსტრიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მოპოვებას ართულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics