13:35 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 12:54:18, 849 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სამხედროები“ ოკუპირებულ აფხაზეთში „სამხედრო აღლუმში“ მიიღებენ მონაწილეობას

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სამხედროები“ ოკუპირებულ აფხაზეთში „სამხედრო აღლუმში“ მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტისა და აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

"გვსურს, რომ აღლუმში ჩვენთან ერთად სამხედროებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც ოსეთის დროშა ეჭირებათ ხელში. დაე, ჩვენმა ხალხმა ნახოს, რომ ძმური ურთიერთობა გვაქვს, რადგან ერთი ბედი გვაქვს", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესლან ცვიჟბამ.

როგორც ცვიჟბამ აღნიშნა, "აღლუმი" 30 სექტემბერს გაიმართება.

"აღლუმი უკავშირება აფხაზი ხალხის ქართულ ფაშიზმზე გამარჯვებას", - დასძინა მან.

თავის მხრივ ოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ორივე ერს ახსოვს 90-იანი წლები, როდესაც ნეოფაშიზმზე დაფუძნებულმა საქართველოს რესპუბლიკამ ტერიტორიების დაპყრობა გადაწყვიტა, იმ მოტივით, რომ ეს მიწები თითქოს მათ ეკუთვნით. ვეერც კი მიხვდნენ, რომ ეს მიწები ჩვენი წინაპრების იყო. სიკვდილის წინაშეც რომ ვმდგარიყავით, ამ მიწებს მაინც არ დავთმობდი",- განაცხადა ბიბილოვმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics