14:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 12:34:15, 1919 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ანა დოლიძეზე: ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე დაასრულოს წუწუნის პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სასურველი იქნება, რომ საბჭოს წევრებს მიეცეთ საშუალება, უფრო ჯანსაღ გარემოში, მუდმივი დამსწრეების გარეშე იმუშაონ.

"ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელმა რაც შეიძლება მალე დაასრულოს ის წუწუნის პოლიტიკა, რომელსაც მას შემდეგ ატარებს, რაც წევრი გახდა. ხოლო საბჭოს სხვა წევრებმა, რომლებიც მართლმსაჯულებას წარმოადგენენ, როგორმე მიიღონ მათაც ის აზრი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს საბჭოში, ისე რომ ეს მუდმივად სკანდალის ფორმით არ გამოდიოდეს საბჭოს გარეთ. ასევე სასურველი იქნება, რომ საბჭოს, იქნება ეს ქალბატონი ანა თუ საბჭოს სხვა წევრები, მიეცეთ საშუალება უფრო ჯანსაღ გარემოში იმუშაონ, მუდმივი დამსწრეების გარეშე. ჩემთვის ეს გარეშე დამსწრეების თემა იყო მუდმივად წუხულის ამბავი. როდესაც სხდომა არის სამუშაო რეჟიმში, იქ სამუშაო რეჟიმია, როგორც კი, სხდომა მუდმივად არის ღია, რა თქმა უნდა სამუშაო გარემოს შექმნა არის რთული", - განაცხადა მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics