13:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 14:58:51, 1930 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: ჩაბუქის გათავისუფლება სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბრძოლის შედეგია

 „ეს არის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ბრძოლის შედეგი“, - ასე შეაფასა დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშილმა საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება.

ადვოკატის თქმით, პროცესი კვლავ გაგრძელდება, რომელზეც განიხილება ექსტრადიციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია.

„აქ ჩართულები იყვნენ ჟურნალისტები, პედაგოგები, სახალხო დამცველი, რიგითი მოქალაქეები, ევროპალამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის ნამდვილი ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე მომდევნო სასამართლო პროცესი. პროცედურის მიხედვით, სხდომაზე განიხილება დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობის თაობაზე, შემდეგ კი, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics