00:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 17:55:33, 3107 ნახვა

მსოფლიო
კიევის 6 მეტროსადგურიდან ასაფეთქებელი ნივთიერება არცერთში არ აღმოჩნდა

კიევის 6 მეტროსადგურიდან ასაფეთქებელი ნივთიერება არცერთში არ აღმოჩნდა. 

"სადგურები შემოწმდა. არ აღმოჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება. მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა" - ნათქვამია კიევის მეტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ კიევის 6 მეტროში ევაკუაცია გამოცხადდა. კიევის პოლიციის ცნობით, მათთან დანაღმვის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

ამის გამო, „უნივერსიტეტის“, „თეატრალურის“, „ხრეშატიკის“, „დამოუკიდებლობის მოედნის“, „ლევ ტოლსტოის“ და „ზალატიე ვაროტას“ სადგურები დახურულია. აღნიშნული მეტროსადგურებიდან მოქალაქეები გაიყვანეს.

კიევში დღეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.  ქალაქში რამდენიმე მიტინგი იმართება. ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და სხვა ოპოზიციური ძალები  პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, კიევის ქუჩებში მარშს მართავენ. 





https://twitter.com/kyivmetroalerts/status/965187397511254021




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics