00:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 14:26:25, 2463 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო მაიდანზე აქტივისტების მკვლელობის საქმეზე ჩვენებას მისცემს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზადაა, 2013-2014 წლებში მაიდანზე აქტივისტების მკვლელობის საქმეზე ჩვენება მისცეს. 

ამის შესახებ მან მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე გააკეთა. 
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული გამოძიების ტემპით უკმაყოფილოა. 

„ოთხი წლის განმავლობაში მეტი უნდა გაეკეთებინათ. მე ვიზიარებ ამასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უკმაყოფილებას. თუმცა, ამასთან ერთად, კარგად მაქვს გააზრებული დანაშაულის მასშტაბი და დამამტკიცებელი საბუთებისა და პროცესუალური ნორმების შესრულების სირთულეც“, – განაცხადა პოროშენკომ.

კიევში 2014 წლის 20 თებერვალს სროლის შედეგად მაიდანზე 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აქციის 49 მონაწილე და ოთხი სამართალდამცველი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics