2015-05-15 11:06:54, 415 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელიას უწყება ადმინისტრაციულ ხარჯებს მილიონის ფარგლებში დაზოგავს
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მის უწყებაში ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფაგრლებში ადმინისტრაციული ხარჯები მილიონის ფარგლებში დაიზოგება.
როგორც დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეტის დაზოგვის შესაძლებლობა სამინისტროს არ აქვს, თუმცა თუკი დავალება იქნება, დათმობებზე წასვლა მოუწევთ.
"ჩვენ უკვე ყველა შესაძლო ხარჯს გადავხედეთ. ეს ძირითადად იყო ადმინისტრაციული ხარჯები-საწვავი და ა.შ. ჩვენ უკვე რაც შესაძლებელი იყო გადავხედეთ. მილიონის ფარგლებში დაიზოგება. მეტის შესაძლებლობას ფიზიკურად ვერ ვხედავთ, მაგრამ თუ იქნება დავალება, ალბათ, რაღაცების დათმობა მოგვიწევს",-განაცხადა ოთარ დანელიამ.
ცნობისთვის, გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან