00:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 12:00:10, 2141 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ჰაკერული თავდასხმის გამო, რუსეთის ორი მოქალაქე დააპატიმრეს

ნიუ-ჯერსის შტატის ფედერალურმა სასამართლომ, რუსეთის ორი მოქალაქე ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაში დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 37 წლის ვლადიმერ დრინკმანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მისი თანაშემწე დიმიტრი სმილიანეცს 4 წელი, თუმცა მან წინასწარ პატიმრობაში სასჯელი უკვე მოიხადა.

მედიის ცნობით, დინკმანი და სმილიანეცი ნიდერლანდებში 2012 წელს დააკავეს და 2015 წელს ამერიკაში მათი ექსტრადირება მოხდა.

ცნობისთვის, ამერიკაში მათ 2005-2012 წლებში მსხვილ ფინანსურ კომპანიებზე, მათ შორის Nasdaq, 7-Eleven, Carrefour და  JC Penney-ზე ჰაკერულ თავდასხმაში წაუყენეს ბრალი. მათ 160 მილიონი საკრედიტო ბარათის მონაცემები მოიპარეს. ჰაკერების მიერ მიყენებული ზარალი 300 მილიონ დოლარად შეფასდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics