20:47 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 15:32:34, 1737 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი წამოიყვანა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ თავშესაფარში არსებული ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინა.  

თბილისის მერის განცხადებით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცხოველთა პოპულაციის ეფექტური მართვისა და განვითარების მიზნით კი, სააგენტოში ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება. 

„ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო. გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.   რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოდგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის  შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს“, -  განაცხადა კახა კალაძემ და თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი წამოიყვანა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე მაია ბითაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics