00:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 15:53:29, 1636 ნახვა

სამართალი
მუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვრიდან - 2017 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.კ. მეუღლეს ს.ც.-ს ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა. ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისში მან მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ს.ც.-მ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა. 

სამართალდამცველებმა ბ.კ. 2017 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება,  რამაც გამოიწვია ტანჯვა, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია) ორ ეპიზოდზე წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში და განაჩენთა ერთობლიობით,სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics